კორპორატიულ გაყიდვებზე მომუშავე ტექ. ჯგუფის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიულ გაყიდვებზე მომუშავე ტექ. ჯგუფის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: მისტერ მასტერი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 10 წელზე მეტია პოზიციონირებს ბაზარზე, როგორც სწრაფი და ხარისხიანი ხელოსანი გამოძახებით 24 საათი, კვირაში 7 დღე. პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი ელის ახალ თანამშრომელს

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კორპორატიულ მომხმარებლებზე მომუშავე ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ხელმძღვანელის პოზიციაზე (სამეურნეო მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა:
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით ბენეფიტად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** მნიშვნელოვანია აპლიკანტს ჰქონდეს შემდეგი უნარები:
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდის შეკვრის უნარი;

თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული უშუალო მოვალეობები:

** ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელობა
** სამუშაო ჯგუფების დღის დაგეგმვა / მონიტორინგი;
** ტექნიკური პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმება;
** მომხმარებლებთან ჩასატარებელი გეგმიური სამუშაოების დაგეგმვა / მონიტორინგი;
** ტექნიკური პერსონალის მორიგეობის ცხრილების შედგენა და მართვა;
** კორპორატიული მომხმარებლების წარმომადგენლებთან ურთიერთობა, გეგმების დასახვა;
** რთულ, არასტანდარტულ სიტუაციებში ჩართულობა, ტექნიკური ჯგუფებისთვის ორიენტირის მიცემა;
** ტექნიკური პერსონალის საჭირო რესურსის მოძიება, სწავლება;
** გუნდთან პერმანენტული შეხვედრები, არსებული სიტუაციის მიწოდება;
** კომპანიის კუთვნილი ავტოპარკის მომსახურება;
** ოსტატებზე გადაცემული ინვენტარის (მარაგ-ნაწილები, იარაღები, მოწყობილობები და ა.შ.) კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება;

დასაქმებულს დაევალება შემდეგი ანგარიშების წარმოება:

** ტექნიკოსების ყოველთვიური ანაზღაურების დათვლა / რეპორტინგი;
** მომხმარებლებზე გაწეული დამატებითი ხარჯების ყოველთვიური დათვლა / რეპორტინგი;
** ავტომანქანების შეკეთების ხარჯების ყოველთვიური დათვლა / რეპორტინგი;
** კორპორატიული მომხმარებლების ჭრილში ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული ანგარიშის შესრულება;

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებული ანაზღაურებას 1 500 GEL (NET);
** საბონუსე ანაზღაურებას: ა. ყოველთვიური KPI-ის შესრულებიდან გამომდინარე; ბ. სააბონენტო კონტრაქტის ბიუჯეტთან შედარება-მომგებიანობიდან გამომდინარე; გ. შესრულებული საპროექტო შეკვეთებიდან გამომდინარე;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სტანდარტულ საკომპენსაციო პაკეტს კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე;
** კორპორატიულ ნომერს;

სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი

თუ თვლით, რომ აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სამუშაოს არსებითი სპეციფიკა შეესაბამება თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 18 დეკემბრამდე ელექტრონულ მისამართზე - HR@mrmaster.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject Title) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კომპანიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://mrmaster.ge.

"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე