კორპორატიული გაყიდვებისა და GDS გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვებისა და GDS გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
სასტუმრო აცხადებს მიღებას გაყიდვების დეპარტამენტში შემდეგ პოზიციებზე: კორპორატიული გაყიდვების და GDS გაყიდვების მენეჯერი.

სამუშაო ადგილი თბილისი

მოვალეობები:

** იმოქმედოს შიდა რეგულაციების, კომპანიის შინაგანაწესის და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
** დაიცვას ყველა ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რაც დაკავშირებულია კომპანიასთან, მის თანამშრომლებთან, კლიენტებთან და პარტნიორებთან და რაც არ არის ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის;
** უარი თქვას ისეთი დავალებების შესრულებაზე, რაც არღვევს კომპანიის შიდა რეგულაციებს და ქვეყნის კანონმდებლობას;
** ყოველთვის იყოს მომღიმარი, თავაზიანი, პოზიტიური. განსაკუთრებით, კომპანიის სტუმრებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობის დროს;
** ყოველთვის იყოს მზად სასტუმროს სტუმრების და მომხმარებლებისთვის დახმარების გასაწევად და პირადად უზრუნველყოს შესაბამისი პასუხისმგებლობის პირთან ერთად სასტუმროს მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** დაამყაროს კარგი ურთიერთობა პოტენციურ კლიენტებთან, ოპტიმალურად გამოავლინოს მათი შესაძლებლობები სხვადასხვა ბიზნეს ღონისძიებების ჩატარების მიზნით;
** კლიენტებს მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ დაეხმარება ნომრების ან სპეციალური ღონისძიებების ორგანიზების შესყიდვასთან დაკავშირებით გააზრებული გადაწყვეტილების მიღებაში;
** იმუშაოს გენერალური მენეჯერის თანაშემწესთან ერთად კლიენტებთან შექმნილი ურთიერთობის შენარჩუნებასა და თანამშრომლობის გაგრძელებაზე;
** გენერალური მენეჯერის თანაშემწესთან კოორდინირებულად რეგულარულად განახორციელოს ისეთი ადმინისტრაციული მოვალეობები, როგორიცაა გაყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების, ღონისძიებების გამართვის მოთხოვნის ფორმების მომზადება და დისტრიბუცია, ინვოისების გაგზავნა და შენახვა, კვარტალური და ყოველთვიური გაყიდვების რეპორტების მომზადება და სხვა ზოგადი მოვალეობები;
** იმუშავოს გაყიდვების ღონისძიებათა განრიგის და კალენდრის შედგენისა და ორგანიზების წნეხის ქვეშ;
** მოიფიქროს და წამოიწყოს ყველა საჭირო და სათანადო ქმედება გაყიდვების დაგეგმილი მიზნის და ზოგადად, სასტუმროს დაგეგმილი მოგების მიღწევისათვის;
** საქმიანობასა და გარეგნობაში მუდამ შეინარჩუნოს პროფესიონალიზმის უმაღლესი სტანდარტები;
** ეფექტურად დაგეგმოს პირადი სამუშაო განრიგი, მოახდინოს ამოცანების და მოვალეობების პრიორიტეტულობის განსაზღვრა;
** საკონტაქტო პირებს დროულად და პროფესიონალურად მიაწოდოს ინფორმაცია სასტუმროსთან დაკავშირებით;
** მონაწილეობა მიიღოს გაყიდვებთან დაკავშირებულ შეხვედრებსა და ტრეინინგებში ისევე, როგორც იდეების შემუშავებასა და გაზიარებასთან დაკავშირებულ სხდომებში, რათა მაქსიმალურად გაზარდოს სასტუმროს გაყიდვების შესაძლებლობები;
** მუდმივად განაახლოს და მოაწესრიგოს ბიზნესთან დაკავშირებული საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია;
** სხვადასხვა განყოფილებას მიაწოდოს ინფორმაცია სტუმართა ჯგუფების, შეხვედრების და სასტუმროში დაგეგმილი ღონისძიებების საჭიროებებისა და მოთხოვნების შესახებ;
** გენერალური მენეჯერის თანაშემწესთან ერთად მოამზადოს სასტუმროს სპეციფიკური მარკეტინგული პროექტები, როგორიცაა პირდაპირი მარკეტინგი და სარეკლამო კამპანია;
** დაამყაროს და შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ტურისტულ სააგენტოებთან და პარტნიორებთან;
** პერიოდულად ესტუმროს ტურისტულ სააგენტოებს, არსებულ და პოტენციურ კლიენტებს;
** თვალყური ადევნოს კონკურენტებს, საბაზრო ფასებს, მომსახურებებსა და ბაზრის ტენდენციებს;
** დაგეგმოს, ორგანიზება გაუკეთოს და დანერგოს სხვადასხვა ღონისძიებები გაყიდვების გაზრდის მიზნით;
** ორგანიზება გაუკეთოს წამახალისებელ ღონისძიებებს, ბლიც გაყიდვებს;
** იმუშავოს სასტუმროს ვებ-გვერდზე, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმებსა და სტრატეგიებზე;
** შეისწავლოს კონკურენტები და გაითვალისწინოს ბაზარზე არსებული მდგომარეობა მარკეტინგული და სტრატეგიული გეგმების შედგენის დროს;
** დაამყაროს კონტაქტი GDS (Global Distribution System) და დაჯავშნის კომპანიებთან და კომპანიის სახელით მონაწილეობა მიიღოს ტურისტულ ბაზრობებში;
** უზრუნველყოს სასტუმროს მარკეტინგულ პროგრამებთან სრული შესაბამისობა;
** ითანამშრომლოს მარკეტინგულ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოებთან, რათა უზრუნველყოს მარკეტინგულ სტრატეგიასთან შესაბამისი ეფექტური კომუნიკაციის არსებობა;
** შეასრულოს სხვა მოვალეობები გენერალური მენეჯერის თანაშემწის დავალებით;

პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მიზანდასახული, შედეგზე ორიენტირებული;
** დროის მართვის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მოწესრიგებული, ორგანიზებული;
** სტრატეგიული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** სიახლეებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მივლინებებისადმი მზაობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება გაყიდვებისა და მარკეტინგის ან მსგავს სფეროში;
** იდენტურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა (წერა, მეტყველება), სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office-ის, ინტერნეტის საძიებო სისტემების და სასტუმროს მართვის პროგრამული უზრუნველყოფის კარგი ცოდნა;

აღნიშნული თანამდებობით დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარებიც შეესაბამება ჩამოთვლილ მოთხოვნებს, უნდა გამოგზავნონ თავიანთი რეზიუმე(ფოტოსურათით) შემდეგ მისამართზე: buchukuri.paata@yahoo.com და წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითონ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე