მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Friendly Home
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
სავაჭრო ცენტრში "თბილისი მოლი" მდებარე საოჯახო აქსესუარების გაყიდვის სტენდი "Friendly Home" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ., სავაჭრო ცენტრი "თბილისი მოლი".

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** სარეალიზაციოდ განკუთვნილ პროდუქციაზე ინფორმაციის სწრაფი შესწავლა;
** გასაყიდი პროდუქციის სათანადოდ განლაგება სექციაში და პროდუქციის ნაშთის კონტროლი;
** გაყიდვების ხელშეწყობა და გაზრდა;
** მარაგების ეფექტურად მართვის უზრუნველყოფა;
** მაღაზიაში პროდუქციის მერჩენდაიზინგის სტანდარტების მიხედვით განლაგების უზრუნველყოფა;
** საკონტროლო და სალარო აპარატის, საბანკო პოსტ-ტერმინალის სწორად მართვა;
** სალაროდან თანხის გატანის შემთხვევაში თანხის მითვლა;
** ნაღდი ფულის შენახვის წესების, უსაფრთხოების წესების სრული დაცვა, საკასო-საფინანსო დისციპლინის შესრულება.

მოთხოვნები:

** სტანდარტული საოფისე აღჭურვილობის გამოყენების ცოდნა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: friendlyhome1@yahoo.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე