ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: მისტერ მასტერი
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 10 წელზე მეტია პოზიციონირებს ბაზარზე, როგორც სწრაფი და ხარისხიანი ხელოსანი გამოძახებით 24 საათი, კვირაში 7 დღე. პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი ელის ახალ თანამშრომლებს.

კომპანია აცხადებს 2 ვაკანტურ ადგილს დღის ცვლის ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ ბაკალავრიატის სტუდენტი;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველება სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით;
** ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

მნიშვნელოვანია აპლიკანტს ჰქონდეს შემდეგი ქცევითი კომპეტენციები და უნარ-ჩვევები:

** მომხმარებელზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული;
** დაგეგმარებისა და ორგანიზებულობის უნარები;
** რაოდენობრივად მოაზროვნე;
** გამართული მეტყველების უნარი;
** დეტალებთან მუშაობის უნარი;
** სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი.

თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო ცენტრში ზარების მიღება, რეგისტრირება;
** კომპანიაში არსებული სერვისებისა და პროდუქტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** მომხმარებელთა ზარების დროულად მიღება და პასუხი;
** მომხმარებლისთვის ზრდილობიანი, კეთილგანწყობილი და კომპეტენტური პასუხების გაცემა;
** მომხმარებლის პრობლემის განსაზღვრა და შესაბამისი დახმარების აღმოჩენა;
** საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ალტერნატიული გზების, დროის შეთავაზება;
** მომხმარებლის ინფორმირება ფასდაკლებების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
** უშუალო ხელმძღვანელთან ავტომატური კომუნიკაცია პრობლემური შეკვეთების არსებობის შემთხვევაში;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას;
** ყოველთვიურ საბონუსე ანაზღაურებას, შესრულებული სამუშაო გეგმის ხარისხიდან გამომდინარე;
** ჯანმრთელობისა დაზღვევას;
** კორპორატიულ სასაუბრო ნომერს;
** სტანდარტულ საკომპენსაციო პაკეტს, კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე.

სამუშაო პირობები ცვლებში, კვირაში 5 დღე:

** 1-ლი ცვლა: 09:00-დან 19:00 საათამდე (შუალედში 1 საათი შესვენება);
** მე-2 ცვლა: 11:00-დან 21:00 საათამდე (შუალედში 1 საათი შესვენება).

თუ თვლით, რომ აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სამუშაოს არსებითი სპეციფიკა შეესაბამება თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@mrmaster.ge 15 დეკემბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject Title) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კომპანიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://mrmaster.ge

"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე