ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: პრობლემური აქტივების მართვის სააგენტო
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / ბოლო ვადა: 16 დეკემბერი
"პრობლემური აქტივების მართვის სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, შემდგომში დაწინაურების პერსპექტივით.

სამუშაო გრაფიკი: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე; შაბათი 10:00 დან 14:00 საათამდე.
ანაზღაურება: ბონუსური, მოქმედი თანამშრომლების საშუალო ხელფასია 400-700 ლარი. (წარჩინებულ თანამშრომლებზე გათვალისწინებულია დამატებითი წამახალისებელი ბონუსები)

სამუშაოს აღწერილობა:

** პრობლემური აქტივების მართვა;
** მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ანალიზი და დამუშავება;
** პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა, მათთან მოლაპარაკების წარმოება, ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა;
** პორტფელის სისტემური მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი (არასრული) განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
** სასურველია პრობლემური სასესხო აქტივების მართვის გამოცდილება

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება და ინტუიცია;
** პრინციპულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანდასახულობა და განვითარების სურვილი.

გთხოვთ, გამოგზავნოთ CV: tvalavadze956@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე