განვადების საკრედიტო რისკების ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: განვადების საკრედიტო რისკების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ლაზიკა კაპიტალი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / ბოლო ვადა: 16 დეკემბერი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლაზიკა კაპიტალი" აცხადებს კონკურსს განვადების საკრედიტო რისკების ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

მდებარეობა: ზუგდიდი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი ეკონომიკური განათლება
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საბანკო-საფინანსო, საკრედიტო სფეროში.

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოადგენს მუდმივ წევრს საკრედიტო კომიტეტის სტრუქტურაში
** ზრუნავს განვადების ანალიზის და დამტკიცების პროცესის ეფექტურად წარმართვაზე
** მონაწილეობს განვადების შეფასების, ანალიზის და მემორანდუმის ფორმების შემუშავებაზე საკრედიტო სტანდარტებთან მიმართებაში,
** ახორციელებს განვადების ჯვარედინ გადამოწმებას სატელეფონო ზარების მეშვეობით.
** აწარმოებს დამტკიცებული განვადებების გადანაწილებას საკრედიტო ექსპერტებზე.

ანაზღაურება შეესაბამება მაღალ კომერციულ სტანდარტებს.

მსურველებს შეუძლიათ ელექტრონულად მოგვაწოდონ CV მისამართზე: job@lazikacapital.ge ან წარმოადგინონ ქ. ზუგდიდში, კ. გამსახურდიას 59, ორგანიზაციის სათაო ოფისში.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 577 383104 - თამარ ჩიტეიშვილი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე