პრისელერ-დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერ-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: WG Techno
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / ბოლო ვადა: 16 დეკემბერი
კომპანია "WG Techno" ( წყლისა და გაზის ტექნოლოგიები) არის სარწყავი სისტემების სრული ხაზის მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია - www.wgtechno.ge

კომპანია "WG Techno" უკვე 10 წელია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პოლიეთილენის სასმელ და სარწყავ წყლის მილებს, ასევე გთავაზობთ სარწყავი სისტემის მოსაწყობად ნებისმიერ პროდუქციას, როგორიცაა კონტროლერები, წვეთოვანი სარწყავი მილები, მბრუნავი სპრინკლერები, დაწვიმებითი სპრინკლერები, სარქველები, ფიტინგები, ტუმბოები, ფილტრები, საკანალიზაციო თუ ჭაბურღილის მილები და სპრინკლერის სისტემები.

კომპანია "WG Techno" აცხადებს ვაკანსიას დასავლეთის რეგიონის პრისელერ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი ობიექტების თუ მომხმარებლის მოძიება/მოზიდვა და მოლაპარაკების წარმოება;
** კლიენტებისათვის კატალოგისა და პროდუქციის გაცნობა;
** კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება;
** შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტისთვისთვის თუ მომხმარებლისათვის
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი/მერჩენდაიზინგი და ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
** ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება;
** დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია სავალდებულოა;
** დასავლეთის რეგიონში კარგი კოორდინირება.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებული, კეთილსინდისიერი და სანდო;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი.
** საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გამოცდილებისა და შესრულებული გეგმის მიხედვით.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით, მისამართზე: zizi.tskhadadze@gmail.com

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე