მოლარე-კონსულტანტი, მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი, მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: Atenk
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / ბოლო ვადა: 16 დეკემბერი
ხორცპროდუქტების წარმოების კომპანია "ATENK" 1993 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს სომხეთის ბაზარზე, რომელიც წარმოდგენილია 150 სახეობის პროდუქტით. მისი მთავარი ამოცანაა აწარმოოს და მომხმარებელს შესთავაზოს მუდმივად ახალი, ჯანსაღი და ხარისხიანი პროდუქტი.

კომპანია "ATENK"-ის წარმომადგენლობა საქართველოში საფირმო მაღაზიისთვის ეძებს პოზიტიურ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს:

1. მოლარე-კონსულტანტი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ხორცპროდუქტების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 17:00-მდე/ 14:00-დან 21:00-მდე.

2. მაღაზიის მენეჯერი

მოვალეობები:

** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა
** სავაჭრო პროცესების მართვა - დადგენილი სასაქონლო პლანოგრამების მიხედვით, საქონლის განლაგების დაცვის, საქონლის თაროებზე შევსებისა და ვადების კონტროლის უზრუნველყოფა;
** სააღრიცხვო პროცესების მართვა - სალაროსა და ფულადი ოპერაციების მართვა და კონტროლი, აღწერის პროცესის მართვა;
** მარაგების მართვა, პროდუქციის შეკვეთა გაყიდვებისა და ნაშთების მიხედვით;
** მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი და უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სავალდებულოა მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე საცალო-სავაჭრო სფეროში.
** ხორცპროდუქტების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00, 6 სამუშაო დღე კვირაში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე t.nonikashvili55@gmail.com და სათაურის ველში - "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება. ფოტოსურათი აუცილებელია.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე