კორპორატიული კლიენტების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული კლიენტების კოორდინატორი
მომწოდებელი: კარგო ჯორჯია
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
კომპანია "კარგო ჯორჯია" უკვე 10 წელია დიდი წარმატებით ახორციელებს ავია, სახმელეთო და საკონტეინერო გადაზიდვებს. კომპანიის მიზანია საქმიანობის არეალის ფარგლების უფრო გაზრდა და განვითარება.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული კლიენტების კოორდინატორის პოზიციაზე.

არ გჭირდებათ სამუშაო გამოცდილების გრძელი სია, გამოაგზავნეთ რეზიუმე თუ უბრალოდ შეგიძლიათ ინგლისურ ენაზე საუბარი, თვლით, რომ ხართ ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული, ამავდროულად გაგაჩნიათ შემოქმედებითი უნარები, გინდათ, რომ თქვენი ინიციატივები მოისმინონ და მიიღონ. იმუშაოთ მეგობრულ გარემოში, სადაც დასაქმებულის უფლებებს და ეთიკური შრომის წესებს უდიდეს ყურადღებას აქცევენ, ზრუნავენ თანამშრომლის განვითარებაზე და მიესალმებიან ახალ ინიციატივებს.

მოვალეობები:

** კორპორატიული კლიენტებისათვის შესაბამისი მომსახურების გაწევა ( დოკუმენტაციის, დეკლარაციების, ინვოისების მიწოდება).
** საბაჟო პროცედურების წარმოება კორპორატიულ კლიენტებთან შეხვედრა და კომპანიის პრეზენტაცია.
** კორპორატიული კლიენტების ბაზის მუდმივად განახლება.
** ახალი კლიენტების მოზიდვა
** საბაჟო პროცედურების წარმოება.

მოთხოვნები:

** ინგლისურის ცოდნა B2 დონეზე
** საოფისე პროგრამების excel word ცოდნა, (Adobe Photoshop-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. )
** კარგი პრეზენტაციული უნარები
** კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

საწყისი ხელფასი: 800 ლარი ხელფასის ეტაპობრივი ზრდა მოხდება, როგორც შესრულებული სამუშაოს, ასევე გამოცდილების მიხედვით.

გთხოვთ გამოგზავნოთ CV, ვაკანსიის სახელწოდების მითითებით შესაბამის გრაფაში მისამართზე: n.chitaishvili@georgiancargo.co.uk

გასაუბრება ჩაივლის ორ ეტაპად: 1) გასაუბრება 2) ტესტირება

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ეტაპობრივად. დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:

საკონტაქტო ინფორმაცია:

FB: https://www.facebook.com/georgiancargoworld/
website: http://georgiancargo.co.uk/
tel: 032 2 050884
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე