სტაჟირება - მშენებლობის მართვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - მშენებლობის მართვა
მომწოდებელი: აბტ ინტერნეიშენალი
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
შპს "აბტ ინტერნეიშენალი" აცხადებს სტაჟირებას სამშენებლო/საინჟინრო განათლების მქონე პირებისათვის, მშენებლობის კონტროლისა და მართვის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

სტაჟირების პროცესში სტუდენტებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ უშუალოდ მშენებლობის ადგილზე მიმდინარე პროცესებში და ადგილზე შეისწავლონ საქმე.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. შერჩეული კანდიდატები გაივლიან 3 თვიან სტაჟირებას, სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატებს დაენიშნებათ ზრდადი ანაზღაურება და დასაქმდებიან კომპანიაში.

კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** სქესი - მამრობითი.
** ასაკი - 18-28 წლამდე.
** განათლება - საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი, ბაკალავრი ან მაგისტრი. (ასევე განიხილებიან კანდიდატები სამშენებლო, საინჟინრო და სამონტაჟო სამუშაოებზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილებით.)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა / Exel, AutoCAD
** მათემატიკური უნარები

კონკურსში მონაწილე პირმა უნდა წარადგინოს: CV ფოტოსურათთან ერთად

კანდიდატების შერჩევის ეტაპები:

** CV - ს განხილვა.
** შიდა ტესტირება.
** პრაქტიკული დავალებები - შერჩეული კანდიდატები 1 თვის განმავლობაში გაივლიან გამოსაცდელ ეტაპს, (ანაზრაურების გარეშე) რომელიც მოიცავს პრაქტიკულ დავალებებს.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoabtint@gmail.com

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 15 დეკემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე