ლითონის მდნობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლითონის მდნობელი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ლითონის მდნობელის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი 965-დან 1590 ლარამდე;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

სამუშაოს დახასიათება:

** ფერადი შენადნობების დნობის პროცესში დახმარება: ღუმელის ჩართვა, საკაზმე მასალების მომზადება, კაზმის აწონვა, ჩატვირთვა;
** შავი ლითონების შენადნობების დნობის პროცესში დახმარება;
** ამონაგის მასალების მომზადება, აწონვა, ამონაგის გაშრობა;
** შავი და ფერადი ლითონის შენადნობების დნობის პროცესის მართვა მაღალ კვალიფიციურ მდნობელთან ერთად.

უნდა იცოდეს:

** შენადნობების ძირითადი სასხმელო თვისებები;
** ფოლადისა და თუჯის ძირითადი თვისებები;
** დნობის ტემპერატურული რეჟიმები და ტემპერატურის გაზომვა;
** ღუმელებისა და ტიგელების ტიპები, მუშაობის პრინციპი;
** ტექნიკური უსაფრთხოება დნობის პროცესში.

სამუშაოს მაგალითები:

** საკაზმე მასალის მომზადება;
** კაზმის მომზადება შესაბამისი წონითი თანაფარდობით;
** სხვადასხვა დანიშნულების ღუმელებში კაზმის ჩატვირთვა;
** ალუმინის შენადნობების დნობა;
** შავი ლითონების შენადნობების დნობის პროცესის მართვა კვალიფიციურ მდნობელთან ერთად.

მოთხოვნები:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო
** გამოცდილება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომპლექსური აზროვნება
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირება
** პროდუქტიულობა
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის/პოზიციის დასახელება "ლითონის მდნობელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე