დასახელება: გაყიდვების მენეჯერი/მოლარე-კონსულტანტი |
მომწოდებელი:
ლაინნეტი
|
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
|
კომპანია "ლაინნეტი" უკვე 5 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. ჩვენთან დასაქმებულია 30-ზე მეტი ადამიანი. კომპანიის თანამშრომლების და ადმინისტრაციის თავდაუზოგავი შრომა და პროფესიონალიზმი დღეს გაძლევს შენ საშუალებას დაიწყო ჩვენთან თანამშრომლობა. თავის კლიენტებს კომპანია სთავაზობს ახალ პროდუქტს IT სფეროში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათთვის სწორი და საჭირო
ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის თაროებზე განთავსება
** თაროების ახალი პროდუქტით რეგულარულად შევსება და განახლება;
** ფასები და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება.
მოთხოვნები:
** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** დეტალების მიმართ ყურადღება
** მაღალ ტემპში და შეცდომების გარეშე მუშაობის უნარი
** ნაღდ ფულთან მუშაობის უნარი და სწორი რეპორტინგის წარმოების უნარი
** ახალი ინფორმაციის მარტივად ათვისების უნარი და განვითარებაზე
ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-მისამართზე: hr@line-net.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი/მოლარე-კონსულტანტი".
|
|
|
|