ქოლ-ცენტრის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის მენეჯერი
მომწოდებელი: მისტერ მასტერი
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 10 წელზე მეტია პოზიციონირებს ბაზარზე, როგორც სწრაფი და ხარისხიანი ხელოსანი გამოძეხებით 24 საათი, კვირაში 7 დღე. პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი ელის ახალ თანამშრომელს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში მენეჯერის პოზიციაზე;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით;
** ინგლისური და რუსული ენების მომხმარებელთან საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** მომსახურების შეკვეთების ადმინისტირების კუთხით ონლაინ სოფტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით ბენეფიტად;

მნიშვნელოვანია კანდიდატს ჰქონდეს შემდეგი უნარები და პიროვნული თვისებები:

** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ყურადღებიანი;
** მენეჯმენტის ძლიერი უნარი;
** გამართული მეტყველების უნარი;
** პრეზენტაბელური, მოლაპარაკების წარმოების უნარი,
** სტრესული სიტუაციის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი;
** სისხარტე, ლოგიკურობა, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** ახალი ინფორმაციის მარტივად, სწრაფად და ადეკვატურად მიღებისა და გააზრების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;

სატელეფონო ცენტრის საქმნიანობის სრულად ადმინისტრირება, რაც გულისხმობს:

** ქოლ-ცენტრის ოპერატორების ყოველკვირეული ცხრილის ადმინისტრირება;
** ქოლ-ცენტრის ოპერატორების ყოველდღიური საქმნიანობის განაწილება, კონტროლი, რეპორტინგი;
** ღამის ცვლის ქოლ-ცენტრის ოპერატორების საქმნიანობის განაწილება, კონტროლი, რეპორტინგი;
** ლოჯისტიკური ოპერატორების ყოველდღიური საქმნიანობის განაწილება, კონტროლი, რეპორტინგი;
** პრობლემური შეკვეთების მართვა;
** მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის დამუშავება;
** პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა სამუშაოების შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა სამსახურეობრივი დავალებების შესრულება;

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** საბონუსე ანაზღაურებას შესრულებული სამუშაო გეგმის ხარისხიდან გამომდინარე;
** ჯანმრთელობისა და პროფესიის დაზღვევას;
** სტანდარტულ საკონპენსაციო პაკეტს კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე;
** კორპორატიულ სასაუბრო ნომერს;

სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი.

თუ თვლით, რომ აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სამუშაოს არსებითი სპეციფიკა შეესაბამება თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 15 დეკემბრამდე ელექტრონულ მისამართზე - HR@mrmaster.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject Title) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კომპანიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://mrmaster.ge

"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე