ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის გამარტივება და ამ გზით ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული, ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ექვს ქალაქში 12 ფილიალის სახით.

კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად მიიჩნევს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი მოვალეობები:

** პერსონალის მართვის ერთიანი სტრატეგიის, პოლიტიკისა და შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
** პერსონალის მართვის სრულყოფილი საინფორმაციო ბაზის შექმნა და ფუნქციონირება თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველზე;
** კომპანიასა და მის სტრუქტურულ ერთეულებში პერსონალზე მოთხოვნის განსაზღვრის მექანიზმის შემუშავება, დანერგვა და განვითარება;
** პერსონალის სტაბილურობის, მოძრაობისა და დენადობის პერიოდული ანალიზი, ძირითადი მიზეზებისა და პრობლემების გამომჟღავნება, ანალიზის განხორციელება და ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
** ყოველთვიურად საკადრო ცვლილებების დაფიქსირების და მის საფუძველზე სახელფასო უწყისების მომზადების კოორდინაცია;
** ორგანიზაციასა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, ყოველი სამუშაო ადგილისთვის მუშაობის ნორმალური პირობების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და განხორციელება;
** პერსონალის მართვის სისტემის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
** ყოველი თანამდებობისთვის სამუშაოთა აღწერა-დახასიათებების, პროფესიულ-კვალიფიციური მოთხოვნების, თანამდებობრივი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა;
** ვაკანტურ თანამდებობებზე კადრების მოზიდვის პროცედურების ორგანიზება და განხორციელება;
** პერსონალის შერჩევისა და დანიშვნის პროცედურების (კონკურსი, ტესტირება, გასაუბრება, მუშაობის პროცესში გამოცდა, საგამოცდო ვადით მიღება და ა.შ. ) ორგანიზების კოორდინაცია;
** ხელმძღვანელთა სათანადო მასალებითა და კონსულტაციებით უზრუნველყოფა მათი თანამშრომლების სამუშაო დაგეგმვის, შესრულების, შეფასებისა და ანგარიშგების საკითხებზე;
** ადამიანური რესურსების განვითარების სტატეგიული გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროგრამების შედგენა, ამ სფეროში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის რეალიზება;
** პერიოდულად ადამიანური რესურსების პროფესიული დონის შესაბამისობის დადგენა მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოების პროფესიულ-კვალიფიციურ მოთხოვნებსა და თანამდებობრივ ვალდებულებებთან;
** პერიოდულად თანამშრომელთა შეფასების პროცესის ორგანიზება, განხორციელებული საქმიანობის შესრულების და კომპეტენციების შეფასების კოორდინაცია;
** თანამშრომელთა სწავლების და ტრენირების პროცესის კოორდინაცია;
** პერსონალის რეზერვის ფორმირების ორგანიზება, რეზერვის წყაროების დადგენა, შესაბამისი საინფორმაციო ბაზის შექმნა, განახლება, პერიოდული ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
** ახალი თანამშრომლების მიერ პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
** თანამშრომლების მოტივირებისა და კარიერის მართვის ეფექტიანი სისტემის შექმნა და პერმანენტული განვითარება, ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი რეკომენდაციების პერიოდულად მიწოდება;
** თანამშრომელთა კონსულტირება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის კომპეტენციასთან არსებულ საკითხებზე (შრომითი ურთიერთობების რეგულირების სფეროში, მეთოდური მასალების მომზადება და ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის გადაცემა და ა.შ.)
** კონფლიქტების მართვა, ორგანიზაციაში სასურველი სოციალურ-ფსიქოლოგიური გარემოს შექმნის უზრუნველყოფა, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
** ახალმიღებული პერსონალის ფსიქო-ფიზიოლოგიური, სოციალური და პროფესიული ადაპტირების პროცესის ხელშეწყობა;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, ყველა აუცილებელი ინფორმაციის აკუმულირება, თანამედროვე ინფორმაციული ბაზის შექმნა, მისი განახლება, მიმდინარე პროცესების პერიოდული ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია - უმაღლესი განათლება;
** სასურველია - მაგისტრის / დოქტორის ხარისხი შრომის ეკონომიკის / ადამიანური რესურსების მართვის მიმართლებით;
** აუცილებელია - ზოგადი მათემატიკის ცოდნა, ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა, საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა, შრომის ბაზრის მიმდინარე ტენდენციებში გარკვეულობა, შრომის კოდექსის ცოდნა.
** სასურველია - ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, უმაღლესი მათემატიკის ცოდნა, ექსელთან მუშაობის განსაკუთრებულად მაღალი უნარები, შრომის სამართლის საფუძვლების ცოდნა, ეფქტური შრომის ორგანიზების უნარები;
** აუცილებელია - ადამიანებთან პოზიტიური ურთიერთობების დამყარების უნარი, დარწმუნების უნარი, პრეზენტაციის უნარი, ეფექტური კომუნიკაციის უნარი, მოსმენის უნარი, ინფორმაციის ამოღების უნარი, დროის მართვის უნარი, ეფექტური დაგეგმარების უნარი, დაკვირვების უნარი, ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი, კონფლიქტების ეფექტურად მართვის უნარი, ანალიტიკური აზროვნება, კოლეგიალურობა, გუნდურობა.
** სასურველია - შემოქმედებითი აზროვნების უნარი, თვითკრიტიკული, თვითმოტივირებული.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 14 დეკემბრის 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით ვადის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://bit.ly/2Kf8oKJ და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე