მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: SOMINEÉ
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
სასტუმრო მონოგრაფის რესტორანი "SOMINEE" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, შრომისმოყვარე და მოტივირებულ ახალგაზრდებს.

მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით;
** სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება;
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შექმნა.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში (სასურველია);
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რითმში მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: F&B@sominee.ge; გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიცია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე