ტექნიკური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: თანამედროვე განათლების აკადემია
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
"თანამედროვე განათლების აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ტექნიკური განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

უნარები და პიროვნული თვისებები:

** პრობლემის დროულად აღმოჩენა და სწრაფად რეაგირების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური და ტექნიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაოს აღწერა:

** სკოლის შენობასა და მის სხვა ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოების ჩატარების ხელშეწყობა/ორგანიზება;
** სკოლის ტექნიკურად გამართული მუშაობის მიზნით, საჭიროებების დადგენა, დაჯგუფება, პროგნოზირება.
** სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტების შემუშავება და დირექტორისთვის წარდგენა.
** სკოლისთვის საჭირო საოფისე და სასწავლო ინვენტარის შეძენის ორგანიზება.
** შესყიდული/უსასყიდლოდ გადაცემული რესურსების დასაწყობების ორგანიზება.
** სკოლის სანიტარული, ჰიგიენური და ტექნიკური უსაფრთხოების მართვა,
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე: info@cea.ge და ველში მიუთითოთ "ტექნიკური მენეჯერი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე