საწყობის და საკონდიტროს დამხმარე თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის და საკონდიტროს დამხმარე თანამშრომელი
მომწოდებელი: აგროჰაბი
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის და საკონდიტროს დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე.

"აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება-განაწილების პროცესის შეფერხების გარეშე უზრუნველყოფა;
** ერთგვაროვანი პროდუქტის ერთად დასაწყობება;
** გაუნაწილებელი და ვადამდე ჩამოწერილი პროდუქციის დასაწყობება;
** დაბრუნებული პროდუქციის მიღება-დასაწყობება და პროდუქციის მომწოდებლებზე გაცემის პროცესის დროული უზრუნველყოფა;
** პროდუქციის დატვირთვისა და გადმოტვირთვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** დარბაზში პროდუქციის დროულად გატანის უზრუნველყოფა - სექციამდე მიტანა.
** შიდაგანაწესის და ქცევის ზოგადი წესების ზუსტად დაცვა.
** კომპანიის მენეჯმენტის მიერ გაწერილი პროცედურების კომპეტენციის ფარგლებში შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: სრული;
ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე ასაღები)

ვაკანსიის ადგილმდებარეობა:

** თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #37;
** თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. #22
** ანდრონიკაშვილის 151 ( ავჭალა)

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე Hr@agrohub.ge 2019 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე