მონაცემთა ბაზის ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონაცემთა ბაზის ანალიტიკოსი
მომწოდებელი: სილქ როუდ ბანკი
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
სს "სილქ როუდ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზის ანალიტიკოსის პოზიციაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილებაში.

პროფესიული მოვალეობანი:

** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
** მოთხოვნილი ინფორმაციის მონაცემთა ბაზებში მოძიება და ამოღება;
** ახალი რეპორტების შექმნა, არსებული რეპორტების ცვლილება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია კომპიუტერულ მეცნიერებათა განხრით)
** შრომითი გამოცდილება - მონაცემთა ბაზებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** SQL-ის ცოდნა (უპირატესობად ჩაითვლება Oracle PL/SQL-ის ცოდნა)
** სასურველია ბანკში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, გუნდურობა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkroadbank.ge; წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტრადებათ გასაუბრება და ტესტირება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, სს "სილქ როუდ ბანკმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება სს "სილქ როუდ ბანკის" ბაზაში 1 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე