ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: პროექტი უდაბნო
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
"პროექტი უდაბნო" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

დეპარტამენტი: ფინანსური
ანგარიშვალდებულება: მთავარი ბუღალტრის და ფინანსური მენეჯერის წინაშე

ძირითადი მოვალეობები:

** განახორციელოს ბუღალტრული გადარიცხვები და გატარებები;
** აწარმოოს საბუღალტრო დოკუმენტაცია და აღრიცხოს არსებული დოკუმენტები;
** გადაამოწმოს მიღებული დოკუმენტაციის სიზუსტე და ხარვეზების შემთხვევაში მოახსენოს მთავარ ბუღალტერს / ფინანსურ მენეჯერს;
** შეადაროს ბიუჯეტი (შემოსავლები/ხარჯები) ფაქტიურ მონაცემებს;
** გაუწიოს ანალიზი და კონტროლი დებიტორებს და კრედიტორებს;
** მოამზადოს ყოველთვიური/ყოველწლიური დეკლარაციები;
** განიხილოს საგადასახადო კუთხით კომპანიის ხელშეკრულებები;
** უზრუნველყოს კომპანიის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობა;
** იყოს კოლეგიალური და გუნდური საერთო წარმატების მისაღწევად;
** იმოქმედოს კომპანიაში არსებული სტანდარტებისა და რეგულაციების მიხედვით;
** შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობები და ვალდებულებები სრულყოფილად, დროულად და ხარისხიანად.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით;
** საბუღალტრო საოფისე პროგრამების - ORIS, საგადასახადო კოდექსი და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა MS Office: Word; Excel;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 14 დეკემბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@adjaragroup.com

სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე