კურიერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურიერი
მომწოდებელი: ჩიკორი
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
ქართული ჩირების ბრენდი "ჩიკორი" ახალგაზრდა, სწრაფად განვითარებადი კომპანიაა, რომელიც 2015 წელს დაარსდა . კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის, ნატურალურ ქართულ ჩირს და დღეისათვის შეძლო ლიდერული პოზიციების მოპოვება ჩირის ადგილობრივი წარმოების მიმართულებით. კომპანია მუშაობს როგორც ადგილობრივ ასევე საექსპოტო ბაზრებზე. კომპანია აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნა: მოპედის მართვა. კომპანიას ყავს საკუთარი მოპედი.

მდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 800-1200 ლარი
სამუშაო გრაფიკი: სამშაბათი-შაბათი, 8 საათიანი თავისუფალი სამუშაო გრაფიკი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მოპედის მართვის გამოცდილება
** თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა
** სასურველია მსგავს პოზიციაზე, ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** სასურველია მართვის მოწმობა A კატეგორია

საჭირო უნარები:

** სამუშაოს სწორად დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
** კომუნიკაციის და გამართულად მეტყველების უნარი
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
** პრობლემების გადაჭრის უნარი
** ინიციატივის გამოვლენის უნარი

კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე
გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: rberekashvili@gmail.com; ელ. ფოსტის გამოგზავნისას "Subject" ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე