ანიმატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანიმატორი
მომწოდებელი: გოუბეიბიჯიმი
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
თითქმის 40 წელია საფრანგეთში "გოუბეიბიჯიმი" ზრუნავს ბავშვებში მოტორიკის უნარების განვითარებაზე და ფიზიკურ აქტივობასა და გართობაზე დაფუძნებული უნიკალური პროგრამის მეშვეობით უმაღლეს სტანდარტს ქმნის. "გოუბეიბიჯიმი" ახლა უკვე საქართველოშიც იხსნება. "გოუბეიბიჯიმი" სთავაზობს: მშობლებისა და ბავშვებისთვის, საბავშვო ბაღის/სკოლამდელი ასაკისა და პირველი კლასების მოსწავლეებისთვის ფიზიკური განვითარების ხელშემწყობ ვარჯიშებსა და აქტივობებს სპეციალურად აღჭურვილ სახალისო და უსაფრთხო გარემოში.

მოვალეობები:

ჩვენ ვეძებთ საბავშვო ანიმატორს, რომლის მოვალეობაცაა საბავშვო გასართობი ღონისძიებების გაძღოლა, "გოუბეიბიჯიმის" უნიკალური პროგრამით. ჩვენ თავად მოგამზადებთ "გოუბეიბიჯიმის" ტრენინგის სისტემით, ფრანგი ინსტრუქტორის მონაწილეობით.

უფრო კონკრეტულად მოვალეობების შესახებ:

** გაართოთ ბავშვები მოცემული პროგრამით
** ათამაშოთ ბავშვები მოცემული პროგრამით
** თვალყური ადევნოთ, რომ ბავშვები იყონ უსაფრთხოდ.

კვალიფიკაცია:

სასურველია განათლება ბავშვების ადრეული განვითარების სფეროში, ფიზიკურ მომზადებაში, ან სასცენო ხელოვნებაში; უნდა გქონდეთ ბავშვებთან ანალოგიურ გარემოში მუშაობის მინ. 1 წლის გამოცდილება; უნდა შეგეძლოთ ბავშვებთან კარგი კომუნიკაცია და იყოთ მათდამი კეთილგანწყობილი; გქონდეთ მოთმინების კარგი უნარი და ენერგია; იდეალურ შემთხვევაში სალაპარაკო ინგლისურის ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი ბიოგრაფია ან CV: contact@gobabygym.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე