საგრანტო კონკურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგრანტო კონკურსი
მომწოდებელი: ASB Georgia
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
თანდართული ფაილი: 245967_ASB___PPSP_2516749.zip
პროექტი - პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად - საგრანტო კონკურსი

"ASB საქართველო" არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში საქმიანობს 2010 წლიდან და ახორციელებს პროექტებს სოციალური მომსახურების ხელშეწყობის მიმართულებით.

"ASB საქართველო", საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი ახორციელებენ პროექტს "პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად". პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

შესავალი:

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში, განხორციელებასა და მონიტორინგში. პროექტის ხანგრძლივობაა 4 წელი.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, "ASB საქართველო" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აცხადებს საგრანტო კონკურსს, შემდეგი პირობებით:

კონკურსის მიზანი:

ხელი შეუწყოს მაღალის ხარისხის სოციალური მომსახურების განვითარებას და მათზე მოწყვლადი კატეგორიების წვდომას. ასევე კონკურსი წაახალისებს საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობას.

ვის შეუძლია მონაწილეობა:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში არასამეწარმეო იურიდიულ პირებად რეგისტრირებულ არასამთავრობო სოციალური მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს.

ვის არ შეუძლია მონაწილეობა:

კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ იმ ორგანიზაციებს, რომელთაც მიმდინარე პროექტის ფარგლებში მიღებული აქვთ დაფინანსება.

დაფინანსების პირობები და ფარგლები:

თითოეული პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 15 ათასი ევროს ექვივალენტს ლარში. პროექტის დაფინანსების აუცილებელი პირობაა ადგილობრივი ხელისუფლების მატერიალური თანამონაწილეობა, რომლის მინიმალური ზღვარი უნდა იყოს პროექტის საერთო ბიუჯეტის არანაკლებ 10%. უპირატესობა მიენიჭებათ იმ პროექტებს, სადაც ადგილობრივი ხელისუფლებას ექნება ფინანსური წვლილი.

პროექტის ფარგლებში შესაძლებელია შემდეგი ხარჯების დაფინანსება:

** პერსონალის ხელფასი
** მომსახურების მიწოდებისთვის აუცილებელი ტრანსპორტირების ხარჯი
** დანადგარები / ტექნიკა
** მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო მასალები
** მცირე მასშტაბის რემონტის ხარჯი
** პროექტის ხილვადობისთვის საჭირო ხარჯები
** მომსახურების მიწოდებისათვის საჭირო სხვა პირდაპირი ხარჯები

პროექტის ფარგლებში არ დაფინანსდება:

** ერთჯერადი ღონისძიებები
** ხარჯები, რომელიც არ არის კავშირში სოციალური მომსახურების მიწოდებასთან

პროექტის ხანგრძლივობა: პროექტის ხანგრძლივობაა 12 თვე. პროექტის დროის უდიდესი ნაწილი უნდა დაეთმოს მომსახურების მიწოდებას. მოსამზადებელი სამუშაოებისათვის განკუთვნილი დროის მაქსიმალური ოდენობაა 3 თვე.

გეოგრაფიული არეალი: საქართველო, გარდა თბილისისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საპროექტო განაცხადების მიღებისა და განხილვის პროცესი

კონკურსი გაიმართება ორ ეტაპად:

I ეტაპზე კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ პროექტის იდეის მოკლე ანოტაცია (შესაბამისი ფორმა თან ახლავს განაცხადს).
II ეტაპზე გადასულ ორგანიზაციებს შესავსებად გადაეგზავნებათ სრული განაცხადის ფორმები. ამის გარდა ეს ორგანიზაციები მოწვეულნი იქნებიან პროექტის წერის ტრენინგზე, სადაც საშუალება ექნებათ მოწვეული ექსპერტების დახმარებით საკუთარის იდეა აქციონ პროექტად.

განაცხადებს შეაფასებს და დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საგრანტო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებით და სფეროში მომუშავე ექსპერტებით.

წინადადებების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე application@asb.ge თემის (Subject) ველში აუცილებლად უნდა მიეთითოს "PPSP_2019". ხელით შევსებული განაცხადები არ განიხილება.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 დეკემბერი. დაგვიანებით შემოტანილი განაცხადები არ განიხილება.

პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ თანდართული სააპლიკაციო ფორმის შესაბამისად.

განაცხადის შევსების ტექნიკური მოთხოვნები: შრიფტი - სილფაენი, ზომა - 11, სტრიქონებს შორის მანძილი - 1.

მიახლოებითი თარიღები:

** საგრანტო კონკურსის გამოცხადება - პირველი ეტაპი - 14.11.2019
** მოკლე საპროექტო წინადადების მიღების ბოლო ვადა -15.12.2019
** პროექტის წერის ტრენინგი მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის - 15.02.2020
** საგრანტო კონკურსის გამოცხადება - მეორე ეტაპი - 01.03.2020
** საგრანტო განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 31.03.2020
** გამარჯვებული პროექტების გამოვლენა - 31.05.2020
** გამარჯვებული პროექტების დაწყება - 01.06.2020

შეფასების კრიტერიუმები:

** იდეის მიზანშეწონილობა (მომსახურების საჭიროება. იდეა შესაბამისობაშია ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს პრიორიტეტებთან); მაქსიმალური წონა: 25
** საპროექტო განაცხადის გამართულობა (საპროექტო განაცხადის კითხვებზე პასუხები ამომწურავია და კარგად დასაბუთებული); მაქსიმალური წონა: 10
** გამოცდილება (რამდენად აქვს ორგანიზაციას მსგავსი პროექტის განხორციელების გამოცდილება); მაქსიმალური წონა: 15
** მოსალოდნელი სოციალური შედეგები (პოტენციური ბენეფიციარების რაოდენობა, პროექტის სარგებლიანობა ბენეფიციარებისათვის); მაქსიმალური წონა: 20
** პროექტის მდგრადობა (პროექტის დასრულების შემდეგ მომსახურების მიწოდება შენარჩუნდება); მაქსიმალური წონა: 20
** ადგილობრივი ხელისუფლების თანამონაწილეობის ხარისხი (პროექტებს, რომლებშიც ადგილობრივ ხელისუფლებას ექნება ფინანსური კონტრიბუცია, ამ ნაწილში უფრო მაღალი ქულები მიენიჭებათ); მაქსიმალური წონა: 10

საკონტაქტო ინფორმაცია:

"ASB საქართველო"
მისამართი: თბილისი, აბაშიძის ქუჩა N42, მესამე სადარბაზო, ბინა #28
ტელ: +995 32 2 29 00 06
ვებ გვერდი: http://asb.ge/
ელფოსტა: application@asb.ge
საკონტაქტო პირი: ანი ნიქაბაძე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე