დასახელება: ადმინისტრატორი |
მომწოდებელი:
Terminal
|
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
|
"ტერმინალი" არის მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე მათთვის, ვისი მიზანიც პროგრესი და განვითარებაა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.facebook.com/Terminal34/
"ტერმინალი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. ამ პოზიციისთვის ვეძებთ მეგობრულ და მომხმარებლებზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან ენთუზიაზმით დახვდნენ სტუმრებს და მონაწილეობა მიიღონ სივრცის ყოველდღიურ პროცესებში.
ძირითადი მოვალეობები:
** სივრცის წევრებისა და ვიზიტორების დახვედრა;
** წევრებთან და პოტენციურ წევრებთან კომუნიკაცია სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
** თანხის მიღება, გადახდის გატარება და შესაბამისი პროცედურის წარმართვა;
** ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება - დოკუმენტაციის წარმოება, კორესპონდენციის მართვა;
** პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა;
** სივრცის წევრებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების დადგენა და მეგობრული/სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაზე ზრუნვა;
** გუნდის მხარდაჭერა სხვადასხვა აქტივობებში.
ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის:
** მომხმარებლებზე ორიენტირებული;
** მეგობრული;
** საუბრობს ინგლისურად/რუსულად საკომუნიკაციო დონეზე;
** შეუძლია გუნდური მუშაობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ გარემოს ჩვენს მულტინაციონალურ და მულტიფუნქციურ სივრცეში;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სამუშაო საათები: 09:00 - 17:00 ან 13:00- 21:00 (ორშაბათი-პარასკევი)
თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ 2019 წლის 13 დეკემბრამდე გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: careers@tushiconcept.co სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება (ადმინისტრატორი), რომელზეც აგზავნით განაცხადს.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება მხოლოდ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის.
|
|
|
|