დასახელება: ლოგისტიკისა და უზრუნველყ. ადმინისტრატორი |
მომწოდებელი:
კავკასუს ორგანიკ ფრუტს
|
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
|
ქართულ-გერმანული ხილის გადამამუშავებელი კომპანია შპს "კავკასუს ორგანიკ ფრუტს"-ი აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკისა და უზრუნველყოფის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ნატახტარი
კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელთა ტრანსპორტირებას თბილისიდან
ძირითადი მოვალეობები:
** მოთხოვნების და შესყიდვების ოპერაციების დაგეგმარება;
** ნედლეულის შესყიდვების კონტროლი;
** საგარეო და საშინაო უზრუნველყოფის ფორმების დოკუმენტირება და ანგარიშგება;
** დამხმარე მასალების შესყიდვების უზრუნველყოფა;
** შენახვა-მიწოდების უზრუნველყოფა სტანდარტის შესაბამისად;
** მომწოდებლების წინასწარი და მიმდინარე შეფასება;
** შესყიდვების ლოგისტიკა შესაფუთი მასალების, დასაწყობების, ტრანსპორტირებისა და განბაჟების ჩათვლით;
** მომწოდებლების ანალიზი (ხარისხის, შესაბამისობის და ფასების შესაბამისად);
** სასაწყობო ოპერაციების მართვა (ნედლეული და მზა პროდუქცია);
** წარმოების დაგეგმარებაში და ბიზნეს ოპერაციებში მონაწილეობა;
** ხარისხის უსაფრთხოების სტანდარტის დაცვაში ჩართულობა და პროცესის ოპტიმიზაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ინგლისური/რუსული ან ინგლისური/გერმანული ენების ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი;
** უმაღლესი განათლება, სასურველია მაგისტრის ხარისხი;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, ანალოგიურ პოზიციაზე;
** გუნდთან მუშაობის უნარი მაღალი თვითმოტივაციით;
** დისციპლინირებული სამუშაო სტილი;
** განვითარებაზე და შედეგზე ორიენტირებული;
** სასურველია ბუღალტრული საფუძვლების ცოდნა;
** სასურველია ISO-ს სტანდარტების ცოდნა;
ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მისამართზე: mariami.gvritishvili@caucasus-organic.com
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "კავკასუს ორგანიკ ფრუტს"-ი გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|