მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
"ვაბაკო" სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე, განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის.

ვეძებთ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც დაგვეხმარება კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** ბრენდის კონცეფციისა და სტრატეგიის ჩამოყალიბება კომპანიისა და პროდუქტებისათვის;
** საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება და შესრულება მარკეტინგული კამპანიების გაშვების სრული პროცესის მართვა დაწყებიდან დასრულებამდე;
** შედეგიანობის ანალიზი და შესაბამისი ROI-ს დაანგარიშება;
** მომხმარებლების ქცევის, განწყობის ანალიზი და მარკეტინგული აქტივობების შესაბამისად მორგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში;
** არანაკლებ 3 წელი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება.

პირობები:

** ანაზღაურება - 3, 000 ლარი ხელზე + ბონუსი; (ჯამში საშუალოდ 4, 000 ლარი ხელზე).
** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Marketing Manager.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე