შეფუთვების დიზაინერი, საწარმოს სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფუთვების დიზაინერი, საწარმოს სპეციალისტი
მომწოდებელი: Chirifruit
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
შპს "ჩირიფრუტი" სთავაზობს მომხმარებელს ქართული ხილისგან დამზადებულ ნაწარმს - ჩირს, ტყლაპს, ცუკატებს და ჩირისგან დამზადებულ შოკოლადიან ნუგბარს. კომპანიის გუნდი მოხარული იქნება მოიწვიოს ყველა ის ადამიანი ვისაც უყვარს ტკბილეული და რა თქმა უნდა უყვარს თავისი საქმე.

ამჯერად კომპანია იწვევს ქალბატონს ან მამაკაცს საწარმოს თანამშრომლის 2 პოზიციაზე - შეფუთვების დიზაინერი და საწარმოს სპეციალისტი.

სამუშაო დრო: 9:00-დან 19:00-მდე, შესვენებით (საჭიროების შემთხვევაში 21:00 სთ-მდე)
სტაჟირება: 2 დღე
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში თანამშრომლის ხელფასი იქნება 20 ლარი დღეში, დამატებითი მუშაობის დრო ანაზღაურდება.

მოთხოვნები:

ასაკი: 22-55 წლამდე ქალბატონი ან მამაკაცი.

მოვალეობები:

** საწარმოს დიზაინერის მოვალეობებში შედის შეფუთვების გაფორმება.
** საწარმოს სპეციალისტის მოვალეობაში შედის ხილის გადამუშავება, დაფასოება.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა;
** კეთილსინდისიერება;
** ჯგუფში მუშაობა.

დანარჩენი დეტალები განიხილება გასაუბრების დროს.

გამოგზავნეთ CV ფოტოსურათით - chirifruit@yahoo.com და დაგვიკავშირდით ნომერზე 597589898 - სოფო
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე