მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: ჯითექსი
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
შპს "ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის მაღაზიაში (Enza Home) მძღოლის პოზიციაზე.

კომპანია "ჯითექსი" 13 წელია რაც ბაზარზე არსებობს და აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, collezione, OVS, Enzahome, Terranova.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მანქანის ტრანსპორტირება;
** ავტომანქანის მოვლა;
** ამწყობი ჯგუფის დახმარება ავეჯის ატანაში დანიშნულების ადგილზე
** საჭიროების შემთხვევაში დამხმარე ამწყობის მოვალეობის შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს განაცხადით დაინტერესებული კანდიდატი:

** მართვის მოწმობა B და C კატეგორია;
** მძღოლად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ქალაქის ძირითადი ქუჩების კარგად ცოდნა;
** ავტომობილის მოვლა-პატრონობის საბაზისო ცოდნა და გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალური;
** აკურატული და მოწესრიგებული;
** თავაზიანი;

დეტალები ვაკანსიის შესახებ:

** სამუშაო გრაფიკი: სრული
** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლილოს დასახლება
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@gtex.ge არაუგვიანეს 2019 წლის 25 ნოემბრამდე. ელ-ფოსტის გამოგზავნისას სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ შემდეგი დასახელება:: "მძღოლი".

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე