HR - ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR - ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ბს/2 ჯორჯია
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
კომპანია "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის Penki kontinentai-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://www.bs2.ge/), რომელიც სპეციალიზირდება საბანკო ტექნოლოგიებსა და IT-მომსახურების აუთსორსინგის მიწოდების სფეროში, საბანკო გარემოსა და საგადასახადო სისტემებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება-დანერგვაში, საბანკო აღჭურვილობის გაყიდვასა და ინტეგრაციაში. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. მათი პროგრამული გადაწყვეტები და მომსახურება ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზრის 77 ქვეყანაში. საქართველოში "ბს/2 ჯორჯია" წარმოდგენილია 6 სერვის ცენტრითა და 50-ზე მეტი თანამშრომლით.

პოზიცია: HR - ოფისის მენეჯერი

ქალაქი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** თანამშრმლების პირადი საქმეების წარმოება;
** შრომითი ხელშეკრულებების მომზადება;
** საკადრო ბრძანებებისა და განცხადებების მომზადება;
** ვაკანსიების შედგენა და გამოქვეყნება;
** პერსონალის შერჩევა (CV-ების გადარჩევა, გასაუბრებების დანიშვნა და გასაუბრების პროცესში მონაწილეობის მიღება);
** კომპანიაში შემოსული CV-ების ბაზის წარმოება;
** ​პრაქტიკანტების/ახალი თანამშრომლების მიღებისას შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** შვებულებების, მივლინებებისა და ბიულეტენების ადმინისტრირება;
** კომპანიის შინაგანაწესის განხორციელების მონიტორინგი;
** თანამშრომლების მხარდაჭერა ადმინისტრაციულ საკითხებში;
** ოფისისთვის საჭირო ნივთების მარაგზე ზრუნვა;
** ოფისის შენობის, დამლაგებლების, მებაღეებისა და სხვა პერსონალის კონტროლი;
** კომუნიკაცია კლიენტებთან;
** კომუნიკაცია სათავო ოფისთან;
** კომპანიაში შემომავალი და გამავალი დოკუმენტების კონტროლი და აღრიცხვა;
** შეხვედრების/თათბირების ორგანიზება, მათზე დასწრება და შესაბამისი პროტოკოლების მომზადება;
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის, იურიდიული ან ადამიანური რესურსების მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ადამიანური რესურსების მართვის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
** ​ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** შრომის კოდექსის ძირითადი პუნქტების ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა;

ანაზღაურება შეთანხმებით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით რუსულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: hr.ge@bs2.Lt

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ აღნიშნული ვაკანტური პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე