სასტუმროს დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს დირექტორი
მომწოდებელი: სასტუმრო ტოჩი
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
სასტუმრო "ტოჩი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში შემდეგ პოზიციაზე: სასტუმროს დირექტორი

სამუშაოს აღწერილობა:

დირექტორი ხელმძღვანელობს სასტუმროს საწარმოო-სამეურნეო საქმიქნობას, რაც გულისხმობს:

** უზრუნველყოფს სასტუმროს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის რენტაბელობას;
** უზრუნველყოფს სასტუმროს პერსონალის მიღებას, სწავლებას და მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების კონტროლს;
** სტუმრების მიღებისა და მომსახურების მიზნით ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლებს მუშაობას;
** ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სასტუმროს მთელი ტერიტორიის მოწესრიგებასა და დალაგების ხარისხს;
** უზრუნველყოფს სასტუმროს ინვენტარით დროულ აღჭურვას;
** პერიოდულად ამოწმებს სასტუმროში განთავსებული ტექნიკის გამართულობას და ატარებს შესაბამის ზომებს დაზიანებული ტექნიკის უმოკლეს დროში შეცვლისათვის;
** აკონტროლებს სასტუმროში სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა სავალდებულოა (რუსული და ინგლისური);

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.hoteltochi@gmail.com. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე