გაყიდვების სისტემების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სისტემების სპეციალისტი
მომწოდებელი: Global Beer Georgia
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
"გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სისტემების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

Global Beer Georgia (GBG) ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშეა. კომპანია თავად წარმართავს სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. ჩვენი ნაწარმია ლუდი "აისი", "კაიაკი", "ყაზბეგი" "შავი ლომი", "კრუშოვიცე", "ამსტელი"; ლიმონათი "ყაზბეგი", ასევე, GBG საერთაშორისო ბრენდის - ჰეინეკენის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანიის მიზანია ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა.

ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ მიზნის მიღწევა და კომპანიის განვითარება დამოკიდებულია ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმზე. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ, დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოს ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების პროგრამის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა და არსებული პროცესის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** სავაჭრო წარმომადგენლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება, სიახლეების გაცნობა და კონსულტაცია;
** გაყიდვების სისტემასთან და ახალ პროექტებთან დაკავშირებით ოპერატორებისა და სავაჭრო წარმომადგენლების ტრენინგი;
** მონაცემთა ბაზების დახვეწა, სინქრონიზაცია და სისწორის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების სისტემის სინქრონიზაცია კომპანიაში არსებულ სხვა პროგრამებთან;
** გაყიდვების გეგმის შედგენის პროცესში მონაწილეობა. მარშრუტების განაწილება და სისტემური ასახვა;
** პროდუქციის ფასების ანალიზის პროცესში მონაწილეობა. შესაბამისი ცვლილებების სისტემური ასახვა და კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტებთან დაკავშირებული პროცესების პროგრამული ასახვა;
** სავაჭრო ობიექტების კრედიტ ლიმიტების სისტემური კონტროლი;
** ჯიბის ტერმინალებზე პროგრამის ჩაწერა და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** განყოფილების ძირითადი საშუალებების მოძრაობისა და მონაცემთა ბაზის კონტროლი;
** კომპანიის აქტივების, უფასო საქონლის და სარეკლამო მასალების სისტემური მოძრაობის კოორდინირება;
** ბიზნეს პროცესების კომპანიის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. შესაბამისი რისკების შეფასება და მართვა;
** საბაზრო პანელის მონაცემების სწორად დამუშავებისა და ანგარიშის წარდგენის კოორდინირება;
** დილერების საწყობებში პროდუქციის მარაგების კონტროლი და მონაცემების გაყიდვების სისტემაში სწორი ასახვის მონიტორინგი;
** გაყიდვების საოპერაციო დეპარტამენტის გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება/კონტროლი;
** კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვა დამატებითი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Excel).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com ელფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შპს "გლობალ ბიერ ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე