კონსულტანტი, მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი, მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: BS Metal Group
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
საამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. მაღაზიის კონსულტანტი

ადგილმდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის მოწესრიგებულად განლაგება;
** პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა და მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლისათვის არსებული აქციების შეთავაზება;
** სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/შევსება/აღწერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** ინგლისური და თურქული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფულობა

2. მაღაზიის მოლარე-ოპერატორი

ადგილმდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური ოპერაციების სწორად ასახვა პროგრამაში;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** სალარო აპარატებთან და ბანკის ტერმინალთან მუშაობა;
** სალაროში არსებული ნაღდი და უნაღდო თანხის ბრუნვის კონტროლი;
** პროდუქციის მოწესრიგებულად განლაგება;
** პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** ახალი მოდელების შესწავლა და მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/შევსება/აღწერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;
** სალაროსთან მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@bsmg.ge; bsmginfo@gmail.com

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე