დიჯითალ მედია ფლენერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიჯითალ მედია ფლენერი
მომწოდებელი: My.ge
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
"My.ge", რომელიც ქართულ ინტერნეტ ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი ქვებრენდებით: www.myauto.ge, www.mymarket.ge, www.myhome.ge, www.myparts.ge, www.myjobs.ge, www.myshop.ge www.myads.ge , www.myjobs.ge, www.mysport.ge გეძებს შენ დიჯითალ მედია ფლენერს ციფრული მარკეტინგის გუნდისთვის.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
სამუშაო დღის დასაწყისი: 10:00-დან 19:00 საათამდე;
სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 8 საათი+1 საათი დასვენება;
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე)+ 6 day off წელიწადში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** მომხმარებელთა ციფრულ არხებში ქცევებისა და ტენდენციების ანალიზი;
** ​მომხმარებლის საქმიანობისა და მარკეტინგულ სტრატეგიებში ციფრული არხების როლის გავლენის ანალიზი;
** ციფრული კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და მონიტორინგი (Facebook Ads, Google Ads);
** განხორციელებული კამპანიების მუდმივი ანალიზი;
** SEO/SEM, link building, Page Rank;
** დევნება ციფრულ ინდუსტრიაში მიმდინარე ცვლილებებისა და ტრენდების მუდმივად თვალყურის დევნება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით;
** გამოცდილება ციფრული კამპანიების დაგეგმვის;
** სხვადასხვა ციფრული არხების კარგი ცოდნა;
** SEO პრინციპების ცოდნა;
** Facebook Ads, Google Ads;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა;

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

** კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაწყვეტილების უნარი;
** ანალიტიკური უნარი;
** ერთდროულად რამოდენიმე კამპანიაზე მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდურობა;
** კარგი ტექნიკური უნარები.

ბენეფიტები, რომელსაც კომპანია სთავაზობს:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფიტნეს აბონიმენტი;
** ინგლისური ენის უფასო სასწავლო კურსი(British Council Georgia);
** თავისუფალი სამუშაო გარემო და ახალი ხილი მთელი სამუშაო კვირის განმავლობაში;
** ონლაინ კურსები სხვადასხვა საერთაშორისო პლათფორმებზე;
** დაგროვებითი პენსიის 4 % იფარება კომპანიის მხრიდან;

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გინდათ, რომ იმუშაოთ ყველაზე ახალგაზრდულ, თავისუფალ და თანამშრომლებზე მორგებულ გარემოში მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@my.ge

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე