ბუღალტრის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის ასისტენტი
მომწოდებელი: TR Georgia Project 2
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
LLC "TR Georgia Project 2" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

** ბუღალტრული გატარების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) შესრულება;
** მიმდინარე ბუღალტრული გატარებების წარმოება და შეუსაბამობის შემთხვევაში პროცესების გასწორება;
** დღიური საბუთების წარმოება;
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები), წარმოება და დაარქივება;
** სამუშაო განაკვეთი: სრული

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში;
** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ზოგადი ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (FINA, 1C, ORIS);
** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე; (Microsoft Word, Excel and Outlook);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი;
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა (წერა, კითხვა, თავისუფალი საუბარი);

გასაუბრება ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (ფოტოთი) ელ.ფოსტის მისამართზე: ekhudieva@trcompany.ge. დანიშნულებაში გთხოვთ, მიუთითეთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე