მოწვევა ახალგაზრდა მკვლევართათვის
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოწვევა ახალგაზრდა მკვლევართათვის
მომწოდებელი: სექტორი 3
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდა მკვლევარებისთვის!

"სექტორი 3 - ჰაბი განვითარებისთვის" აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა მკვლევარებისთვის.

"სექტორი 3 - ჰაბი განვითარებისთვის" არის სივრცე, რომელიც თავს უყრის გამოცდილებასა და ინოვაციას, სიღრმისეულ ცოდნასა და ექსპერიმენტულ იდეებს, პროფესიონალებსა და ახალ სახეებს; ახდენს ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებული ინტელექტუალური რესურსის მობილიზებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ხარ ახალგაზრდა მკვლევარი, ბაკალავრიატის III-IV კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტი? გაქვს სურვილი მიიღო გამოცდილება, შეუერთდე გამოცდილ გუნდს, ჩაერთო სხვადასხვა მიმდინარე კვლევასა და პროექტში? გინდა გააფართოვო შენი ნაცნობების წრე? გაქვს საინტერესო იდეები, რომლისთვისაც დამატებითი მხარდაჭერა, საგანმანათლებლო რესურსები, ინტელექტუალური ან ფინანსური რესურსი გჭირდება? მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

იმისთვის, რომ ამ შესაძლებლობებით ისარგებლოთ საჭიროა, გქონდეთ შესაბამისი ხედვა, ცოდნა, ინტერესი და მოტივაცია კონკრეტული სფეროს განვითარებისთვის და სურვილი იყო აქტიური, ინფორმირებული და ჩართული მოქალაქე.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

** ასაკი: 20-25 წლის
** საკვლევი საკითხებით დაინტერესება და საინტერესო ნაშრომის შექმნის მოტივაცია აქტუალურ თემაზე (ქვემოთ მოცემული მიმართულებებიდან ერთ-ერთში მაინც: საგარეო პოლიტიკა; ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია; თავდაცვა და უსაფრთხოება; კანონის უზენაესობა; ადამიანის უფლებები; კარგი მმართველობა; საჯარო რეფორმა; განათლების პოლიტიკა; გარემოს დაცვა; მდგრადი განვითარება და მისი მიზნები; რეგიონული განვითარება; ეკონომიკა; საჯარო ფინანსები; ბიზნესის განვითარება; სოფლის განვითარება და აგრარული პოლიტიკა; ახალგაზრდული პოლიტიკა; შრომა, ჯანდაცვა და სოციალური განვითარება; ინოვაციები და ტექნოლოგიები; არჩევნები; პოლიტიკა და სხვა)
** კვლევის ჩატარებისთვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები;
** აკადემიური წერის უნარ-ჩვევები;
** სასურველია უცხო ენის ცოდნა.

საჭირო დოკუმენტაცია: განაცხადის ფორმა იხილეთ ლინკი

კონკურსის პერიოდი:

დოკუმენტაციის წარდგენა და განხილვა იწარმოებს მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. კანდიდატთა შერჩევა მოხდება ეტაპობრივად.

შენიშვნა:

** არასრულყოფილად ან/და დაგვიანებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება.
** დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრების ეტაპზე გადასულ პირებს, რომლებსაც დამატებითი ინფორმაცია დაეგზავნებათ განაცხადის ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ჩვენს Facebook გვერდზე ან ელექტრონულ მისამართზე: hr@sector3.ge

"სექტორი 3" დასაქმების თანასწორ შესაძლებლობებს იძლევა. შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე