სამუშაოთა მწარმოებელი/სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამუშაოთა მწარმოებელი/სტაჟირება
მომწოდებელი: ადლი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
სამშენებლო კომპანია "ადლი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში - სამუშაოთა მწარმოებლის ანაზღაურებად სტაჟირებაზე, შემდგომ ეტაპზე სამუშაოთა მწარმოებლად დასაქმებისთვის.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინჟინერ-მშენებლის უმაღლესი განათლება (განიხილება ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსის სტუდენტიც და/ან მაგისტრატურის სტუდენტიც);
** არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვა;
** აუცილებელია AutoCAD-ის ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა.

ძირითადი მოვალეობები:

** შეისწავლოს სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე ყოველდღიური საქმიანობა;
** შეისწავლოს სამშენებლო ობიექტზე მუშახელის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ზედამხედველობისთვის აუცილებელი საკითხები, მოახდინოს შრომისა და დისციპლინის კოორდინირება, სამუშაოების ხარისხიანად და დამკვეთის მიერ მოთხოვნილი გრაფიკის შესაბამისად;
** მონაწილეობა მიიღოს საჭირო დოკუმენტაციის წარმოებაში;
** შეასრულოს საქმის მწარმოებლის მიერ მიღებული დავალებები და მითითებები.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@citadeli.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (სამუშაოთა მწარმოებლის სტაჟიორი).

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

კომპანია "ადლის" შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად გთხოვთ ესტუმროთ ვებ-გვერდს: http://www.adli.ge

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე