საწყობის ოფიცერი - ანაზღაურებადი სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ოფიცერი - ანაზღაურებადი სტაჟირება
მომწოდებელი: აჭარაბეთი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
კომპანია Adjarabet.com აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საწყობის ოფიცრის პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში მიღებული პროდუქციის დათვლა და კატეგორიების მიხედვით დასაწყობება.
** მიღებულ ინვენტარზე სტიკერის დაკვრა.
** მიღებული შეკვეთების მიხედვით პროდუქციის მომზადება და გაცემა.
** მონაცემების ასახვა შესაბამის ფორმებში.
** მინიმალური ნაშთის კონტროლი, საჭიროების მიხედვით შეკვეთების მომზადება.
** საწყობის პერიოდული აღრიცხვა.
** შესყიდვების განყოფილებასთან და ფინანსური აღრიცხვის დეპარტამენტთან მჭიდრო კავშირი.

ძირითადი მოთხოვნები:

** ორგანიზებულობა
** ოპერატიულობა
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა

სტაჟირების პერიოდი - 6 თვე.
ანაზღაურება - 500 ლარი.
გრაფიკი - სრული (11:00 - 19:00)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@adjarabet.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე