ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: საქსპეცტრანსი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
შპს "საქსპეცტრანსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე, ასევე მისაღებია საბუღალტრო მომსახურების კომპანია.

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული დოკუმენტაციის შემოწმება სისწორე/სისრულეზე და მათი პროგრამაში ასახვა;
** საგადასახადო დეკლარირების უზრუნველყოფა;
** ყოველწლიური, ყოველთვიური და ყოველკვირეული ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და სიზუსტის კონტროლი;
** წარმოების აღრიცხვის მართვა და კონტროლი;
** სასაქონლო მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
** დებიტორულ-კრედიტორული ბრუნვებისა და დავალიანების მონიტორინგი;
** სახელფასო, საწვავის, სამივლინებო და სხვა აღრიცხვიანობის სიზუსტის კონტროლი;
** საპენსიო შენატანის გამოთვლა და დეკლარირება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური განხრით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ოპერატიულობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა; (ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა)
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: saqspectransi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე