სტაჟირების პროგრამა დამწყები ინჟინრებისთვის
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირების პროგრამა დამწყები ინჟინრებისთვის
მომწოდებელი: KBOC
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
სტაჟირების პროგრამა დამწყები ინჟინრებისთვის

შპს "KBOC", ნავთობისა და გაზის საძიებო და მომპოვებელი კომპანია დამწყებ ინჟინრებს სთავაზობს ორწლიან, ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას, პროგრამის დასრულების შემდგომ სრული სამუშაო განაკვეთით დასაქმების პერსპექტივით.

ნავთობისა და გაზის ინჟინერის სპეციალობის მოტივირებულ კურსდამთავრებულებს ინჟინრის სტაჟირების პროგრამა გთავაზობთ გამოცდილ ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან პრაქტიკის გავლისა და პროფესიონალური უნარების ამაღლების საინტერესო შესაძლებლობას. შერჩეული კანდიდატ(ებ)ი პროფესიული ცოდნის გამდიდრების მიზნით ჩართული იქნებიან წარმოების ყველა ტიპის საწარმოო პროცესებში.

სტაჟირების ორწლიანი პროგრამის ფარგლებში დამწყებ ინჟინერს საშუალება ექნება ჩაერთოს სამუშაო პროცესებში, როგორიცაა მოპოვებისა და/ან ბურღვის საინჟინრო პროგრამების დაგეგმვა და შესრულება, ჭაბურღილების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები; ასევე საწარმოო ავტომობილების, მანქანა-დანადგარების, ტექნიკის და იარაღების მართვა და მოხმარება, სხვა.

კომპანია რეგულარულ ყოველთვიური ანაზღაურებასთან ერთად სტაჟიორ ინჟინერს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის სრული პაკეტით.

სტაჟიორის ვალდებულებები:

** შეასრულოს სტაჟირების პროგრამის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც დროის 80% უნდა გაატაროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მდებარე ბაზაზე. კომპანია უზრუნველყოფს თბილისიდან ტრანსპორტირებას, კვებას და ინდივიდუალური დაცვის ეკიპირებას;
** მჭიდროდ ითანამშრომლოს პროფესიონალთა მრავალ-პროფილიან და მრავალეროვნულ გუნდთან;
** მკაცრად დაიცვას უსაფრთხოების ყველა წესი და პროცედურა, კომპანიის შინაგანაწესი და პოლიტიკის სახელმძღვანელოები;
** გაიაროს სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებული რეგულარული შეფასების პროცესები.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ნავთობისა და გაზის ინჟინერის სპეციალობით ან მისი ექვივალენტი;
** ინგლისური და ქართული ენის თავისუფლად ფლობა;
** კარგი კომუნიკაციის, ასევე ანალიტიკური უნარები და სამუშაო ეთიკა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობა.

ფიზიკური მოთხოვნები:

** საველე პირობებში მუშაობის უნარი, ასევე, საჭიროების შემთხვევაში ბაზის ტერიტორიაზე სრული დღეღამის გატარება, ფიზიკური მზაობა საველე სამუშაოსთვის და დადგენილ სამუშაო გრაფიკზე მორგების შესაძლებლობა.
** ნავთობისა და გაზის სფეროში ცოდნისა და განვითარებით

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ 2019 წლის 10 დეკემბრამდე გამოგვიგზავნოთ ინგლისურ ენაზე შედგენილი CV მისამართზე hr@kboc.ge

ინტერვიუსთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ კომპანიის ვებ-გვერდს http://www.kboc.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის განაცხადის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოწოდებული სივის ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის უზრუნველვყოთ ბაზაში შენახვა, სამომავლოდ, ვაკანსიის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე