მთავარი ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ტექნიკოსი
მომწოდებელი: ჯორჯიან ბეიქერსი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
საქართველოს ბაზარზე 10 წლიანი გამოცდილების მქონე საკონდიტრო ფაბრიკა "ჯორჯიან ბეიქერსი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ტექნიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება სასურველია;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება წარმოების მიმართულებით;
** სასურველია გამოცდილება კვების მრეწველობის მიმართულებით;
** ელექტრო და მექანიკური დანადგარების სპეციფიკის ცოდნა;
** ელექტრო და მექანიკური დანადგარების ექსლუატაციების ინსტრუქციების კითხვის უნარი;
** ტექნიკური გუნდის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა აუცილებელია;

სამუშაოს აღწერილობა / ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოო პროცესის ტექნიკური უზრუნველყოფა;
** მანქანა-დანადგარების გეგმიური და არაგეგმიური შემოწმება;
** განსახორციელებელი ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვა და შესრულება;
** ტექნიკურ აღჭურვილობაში არსებული/მოსალოდნელი შეფერხებების დროულად გამოვლენა და მისი პრევენცია;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი და მიღებული გადაწყვეტილების განხორციელება;
** ტექნიკური გუნდის (ოპერატორები, უმცროსი ტექნიკოსი) მართვა და მათთვის დავალებების მიცემა;

სამუშაო საათები: 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე;
ანაზღაურება: ფიქსირებული 1800 ლარი (+ ბონუსი; წარმოების გეგმის შესრულებისას;)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-მისამართზე: vacancygb@gmail.com

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე