დამხმარე ინსტალატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე ინსტალატორი
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ინსტალატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო აღწერილობა:

** აბონენტთან შიდა ქსელის დაგეგმარება და მონტაჟი;
** კომპანიის მოწყობილობების მონტაჟი და გამართვა;
** სამუშაო პროცესში ოპტიკური ქსელის მონტაჟისთვის განკუთვნილი ხელსაწყოების ნორმების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისთვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
** მიწოდებული სერვისის ინსტრუქტაჟი;
** აბონენტთან ხელშეკრულების გაფორმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება (სატელეკომუნიკაციო ან/და IT სფეროში);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ა/მანქანის მართვის მოწმობა და გამოცდილება;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა;
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** დისციპლინირებულობა/კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობა/ორგანიზებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge 2019 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. პარალელური რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე