პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: პატიო არტი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
"პატიო არტი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე.

უფლება-მოვალეობები:

** შემოსულ შეკვეთებზე დროული რეაგირება
** კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება, შეხვედრების დაგეგმვა-განხორციელება
** მიღებული შეკვეთების ფასების კალკულაციის დროულად წარდგენა
** პროექტისთვის დოკუმენტაციის მომზადება
** დიზაინერების მიერ მომზადებული ფაილების გადამოწმება
** საჭიროებიდან გამომდინარე წარმოების პროცესის ადგილზე კონტროლი.
** შეკვეთის შესრულების ხარისხისა და ვადების მუდმივი კონტროლი.
** ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში სწრაფი რეაგირებით მისი გამოსწორება.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია სარეკლამო სფეროში მუშაობის გამოცდილება
** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ორგანიზებული და პუნქტუალური
** აქტიურ და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** სხარტი აზროვნების უნარი
** დროის დაგეგმვის, საქმის განაწილებისა და ბოლომდე მიყვანის უნარი.
** კომუნიკაბელური და ენერგიული
** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@patioart.ge

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე