საგარანტიო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგარანტიო მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი-თი მოტორსი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
შპს "ჯი-თი მოტორს"-ი აცხადებს ვაკანსიას საგარანტიო მენეჯერის თანამდებობაზე.

კომპანია "ჯი-თი მოტორს"-ი წარმოადგენს საავტომობილო ბრენდების - Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული - 10:00სთ.დან 18:00სთ.მდე (დასვენების დღე კვირა);

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საგარანტიო შემთხვევის ზუსტი და დროული იდენტიფიცირება/შეფასება;
** ავტო-სერვისის მუშაობის მონიტორინგი და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** საგარანტიო სერვისისთვის საჭირო დოკუმენტაციის/რეპორტის წარმოება და სათაო ოფისთან მუდმივი და დროული კომუნიკაციის წარმართვა;
** საგარანტიო მომსახურების გაწევას ახორციელებს მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე;
** საგარანტიო სამუშაოების ზუსტი და დროული შეყვანა მწარმოებლის სისტემაში, სამუშაოების დროულად ანაზღაურების მიზნით;
** მწარმოებლის მიერ საგარანტიო აუდიტის ჩატარების დროს, წარუდგენს აუდიტორს მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულ პაკეტს და პასუხისმგებელია აუდიტის შედეგებზე;
** მოიპოვებს და აანალიზებს ინფორმაციას კონკურენტების მომსახურების ფასებსა და სხვა პირობებზე;
** დროულად და ზუსტად ასახავს საგარანტიო მომსახურებების სრულ ციკლს და აწარმოებს რეპორტინგს მომწოდებელთან;

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსური, ეკონომიკური ან ბიზნეს-ადმინისტრირების განხრით);
** ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა;
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** ავტომობილის საერთო მოწყობილობის კარგად ცოდნა;
** საავტომობილო სფეროში მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობის B კატეგორიის ფლობა;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
** დაგეგმვის და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი

გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით მისამართზე vacancy@gtmotors.ge და საგნის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (საგარანტიო მენეჯერი).

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე