ვებ და UI დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვებ და UI დიზაინერი
მომწოდებელი: ომედია
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
"ომედიაში" ვეეძებთ ვებ და ინტერფეისების დიზაინერს.

ვის ვეძებთ:

** გამოცდილ ვებ/UI დიზაინერს, რომელიც შეუერთდება არსებულ გუნდს და იმუშავებს ძალიან საინტერესო პროექტებზე.
** თუ არ ეძებ ახალ სამსახურს, მაინც შეგვეხმიანე. გავიცნოთ ერთმანეთი და, ეგებ, მომავალში ვითანამშრომლოთ.

ვინ ვართ:

** "ომედია" ციფრული პროდუქტების სრული ციკლის დეველოპერი კომპანიაა.
** ჩვენ ვარსებობთ 2007 წლიდან.
** ჩვენი გუნდების უმეტესობა მუშაობს ექსკლუზიურ, გრძელვადიან პროექტებზე.
** ჩვენ ვმუშაობთ კლიენტებთან მრავალ ინდუსტრიაში, კულტურის სფეროდან - ლოჯისტიკურ კომპანიებამდე.

რას გთავაზობთ:

** გრძელვადიან და გლობალური მასშტაბის პროექტებს.
** სამუშაო პროცესს მინიმალური სტრესით, დაგეგმილს Agile Scrum მეთოდოლოგიით.
** ანაზღაურებას გამოცდილების მიხედვით, 3500 ლარიდან თვეში.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** მოქნილ სამუშაო საათებს.
** კომფორტულ და მშვიდ ოფისს საბურთალოზე.
** ძალიან კარგ გუნდს სამუშაოდ და ერთმანეთისგან სასწავლად.

რა დაგევალება:

** ინტერფეისების და გრაფიკული ელემენტების დიზაინი საიტებისა და მობილური აპლიკაციებისთვის.
** საშუალო და რთული სირთულის პროდუქტებისთვის სამომხმარებლო ინტერფეისების შექმნა.
** user story-ების და ინტერფეისის კონცეფციების პროტოტიპირება გუნდის სხვა წევრებთან ერთად.
** ბრენდების და ციფრული პროდუქტებისთვის კონსისტენტური ვიზუალური სტილის შექმნა.
** ბიზნეს ან ტექნიკური შეზღუდვების დაძლევა კრეატიული გადაწყვეტილებებით.
** დეველოპერთა ჯგუფთან თანამშრომლობა და მათი დახმარება, გრაფიკული ელემენტების ექსპორტსა და მათ მენეჯმენტში.

რა უნდა გაგაჩნდეს:

** Adobe Photoshop-ის ან Sketch-ის სიღრმისეული ცოდნა.
** გამოცდილება ვექტორულ გრაფიკასთან.
** ციფრულ და ეკრანებზე-ორიენტირებული დიზაინის ტექნიკური ასპექტების ცოდნა.
** გამოცდილება ვებსაიტების, მობილური აპლიკაციების და სამომხმარებლო ინტერფეისების დიზაინში.
** ძლიერი კრეატიული ხედვა, პარტნიორების ბიზნეს-მოთხოვნების გათვალისწინებით.
** ტექნიკური შეზღუდვების აღქმის და კონტექსტუალიზაციის უნარი.
** დეველოპერთა ჯგუფთან ერთად მუშაობის გამოცდილება.
** თანამედროვე UI და გრაფიკული დიზაინის ტრენდების ცოდნა.
** გამოცდილება პროტოტიპირების ინსტრუმენტებთან.
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის დახვეწილი უნარები.
** HTML-ის, CSS-ის ან JavaScript-ის ცოდნა არასავალდებულოა, თუმცა ჩაითვლება უპირატესობად.

როგორ შეგვეხმიანო:

გამოგვიგზავნე CV და პორტფოლიო მისამართზე: apply@omedia.dev (და წერილის სათაურში მიუთითე პოზიციის დასახელება).

დამატებით, შეგიძლია გამოგვიგზავნო ნებისმიერი რამ, რაც შენს უკეთ გაცნობაში დაგვეხმარება (საჯარო პროფილები, ნამუშევრების მაგალითები, სასიყვარულო წერილები… რაც გაგიხარდება!)

გასაუბრების ჩასანიშნად და სატესტო დავალების მისაცემად, დავუკავშირდებით შერჩეულ კანდიდატებს.

დიდი მადლობა დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე