ტესტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტესტერი
მომწოდებელი: adjarasport.com
გამოქვეყნდა: 09 ნოემბერი / ბოლო ვადა: 09 დეკემბერი
adjarasport.com ონლაინ სპორტული მედია პლატფორმაა, რომელიც 2013 წელს დაარსდა. საიტზე მომხმარებელს საშუალება აქვს გაეცნოს ქართულ და უცხოურ სპორტულ ამბებს, იხილოს ვიდეო მიმოხილვები, თვალი ადევნოს ინგლისის პრემიერ ლიგის, ATP-ის საჩოგბურთო ტურნირებისა და სხვა სპორტული ღონისძიებების პირდაპირ რეპორტაჟებს.

adjarasport.com აქტიურად აშუქებს რამდენიმე ათეულ სპორტის სახეობას. იქნება ეს ახალი ამბები, საინტერესო ვიდეო კონტენტი თუ ორიგინალურ გადაცემათა ციკლი, რომელიც ამა თუ იმ სპორტს ეხება.

ჩვენი მიზანია, ჟურნალისტების პროფესიული სტანდარტების დაცვით, საზოგადოებას მივაწოდოთ სპორტული ინფორმაცია და ხელი შევუწყოთ საქართველოში სპორტის პოპულარიზაციას.

adjarasport.com-ს აქვს მკაფიო სარედაქციო პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც მკვეთრადაა გამიჯნული ფაქტი და ამ ფაქტზე კომენტარი. ჩვენს მომხმარებელს ვაწვდით ზუსტ ინფორმაციასა და საშუალებას ვაძლევთ ამა თუ იმ ფაქტზე განსხვავებულ მოსაზრებათა ფართო სპექტრს გაეცნონ. ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს განსხვავებული რაკურსით დაინახონ მოვლენები.

ჩვენს პორტფოლიოში იზრდება პროდუქტების რაოდენობა და შესაბამისად, ვეძებთ ახალ ხალხს, ვინც ჩვენთან ერთად განავითარებს კომპანიას.

ამჟამად ვეძებთ ტესტერს ჩვენი დეველოპერული განყოფილებისათვის. ჩვენი მიმდინარე მთავარი პროდუქტებია (adjarasport.tv, adjarasport.com); ასევე ამჟამად ვმუშაობთ საინტერესო პროექტებზე Mobile დეველოპმენტის და Smart TV აპლიკაციების კუთხით.

შემოთავაზების დეტალები:

** ექვემდებარება დეველოპერული განყოფილების უფროსს
** სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ; 11:00-19:00
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
** შრომითი ხელშეკრულების ვადა: 1 წელი
** სახელფასო განაკვეთი: <1500 ლარი
** დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა უზრუნველყოფილი კომპანიის მიერ.

როლი:

თქვენ იმუშავებთ სხვადასხვა პროექტის განვითარებაზე დეველოპერებთან და სკრამ მასტერებთან ერთად. პროექტის სხვადასხვა ეტაპზე დატესტავთ შესაბამისი პროდუქტების ვიზუალსა და ფუნქციონალს.

ძირითადი მოვალეობები:

** არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება manual testing-ში
** ტესტირების მეთოდოლოგიებისა და პროცესების ცოდნა
** Jira-სთან ან რამე სხვა task management-თან მუშაობის გამოცდილება
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება.

უპირატესობად ჩაგეთვლებათ:

** Scrum-ის პრინციპების ცოდნა, ანდა მუშაობის გამოცდილება
** HTML/CSS-ის ცოდნა
** ტესტირების ავტომატიზაციაზე მუშაობის გამოცდილება.

თუ ყოველივე ზემოთ აღწერილში საკუთარი თავი ან/და სასურველი სამსახური ამოიცანი, მაშინ სასწრაფოდ გამოგვეხმაურე. ამისათვის გამოგვიგზავნე შენი CV ელ-ფოსტაზე: career@adjara.com და "subject"-ის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება - "ტესტერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე