მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Realtor.ge
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
უძრავი ქონების კომპანია "Realtor.ge" თანამშრომლობისათვის იწვევს მოტივირებულ, მოაზროვნე, კომუნიკაბელურ და ინოვატორ ადამიანს, რომელსაც სურს, ახალ გამოწვევებს შეეჭიდოს მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** კომპანიის საქმიანობის გაცნობა;
** ჩვენი კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა;
** მარკეტინგული სტრატეგიის განხორციელება (სტრატეგიაში ასახული უნდა იყოს, თუ დროის რა მონაკვეთში (თვეების მიხედვით) და რა აქტივობების საშუალებით შეგვიძლია შემდეგი მიზნების მიღწევა);
** სოციალურ ქსელებში ე.წ. "ლაიქების" რაოდენობის გაზრდა;
** კომპანიის ინოვაციურ სემინარში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობის გაზრდა;
** რეალტორის პროფესიით დაინტერესებულ კანდიდატთა რაოდენობის გაზრდა კომპანიაში;
** ჩვენი კომპანიის ექსკლუზიური მომსახურების სერვისით დაინტერესებულ მეპატრონეთა და კლიენტთა რაოდენობის გაზრდა;
** სამშენებლო კომპანიებისა და ბანკების მიერ საკუთარი პროდუქციის რეკლამების რაოდენობის გაზრდა კომპანიის საიტზე.
** ზოგადად, ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე შექმნილი წიგნისა და სისტემის მიხედვით, ისეთი მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის წარმოება, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს კომპანიას, წარდენილი იყოს ბაზარზე "ფრანჩაიზის" სახით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

მოთხოვნები:

** განათლება/ხარისხი: ბაკალავრი; სფერო - მარკეტინგი;
** მინიმალური სამუშაო გამოცდილება: 3 წელი;
** ენები: ქართული - ძალიან კარგი, რუსული - კარგი, ინგლისური - კარგი.

ანაზღაურება: 4000 ლარი.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00, შაბათი 11:00-16:00.
კომპანიის ოფისის მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 66.

დაინტერესდით? მაშინ გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@makler.ge და/ან ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს: http://www.makler.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე