ბელბოი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბელბოი
მომწოდებელი: სასტუმრო ეკო რუმს
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
"ეკო რუმს * Eco Rooms", არის ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო ძველ თბილისში, ამაღლების III ჩიხში. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, სტუმარს მიაწოდოს მაღალი დონის მომსახურება სწრაფად და ხარისხიანად, შექმნას საცხოვრებლად მშვიდი და სასიამოვნო გარემო.

"ეკო რუმსი" აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია მსგავს ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მოწესრიგებულობა, თავაზიანობა, პუნქტუალურობა.

მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა და ოთახამდე მიცილება;
** სტუმრის ბარგის ორგანიზებულად მიტანა/გამოტანა;
** შემოწმება სტუმრის გასვლის შემდეგ;
** მეგობრული და ეფექტიანი სერვისის შეთავაზება სტუმრებისთვის;
** სტუმრებთან კომუნიკაცია და მომსახურება მათი მოთხოვნების და საჭიროების მიხედვით;
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი (სასტუმრო "ეკო რუმს" - მის: ამაღლების III ჩიხი)
სამუშაო განრიგი: 24 საათიანი ცვლები
ანაზღაურება: ფიქსირებული 350 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა, რომელთა უნარები და გამოცდილება შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: ecoroomstbilisi@gmail.com

წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე