ტესტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტესტერი
მომწოდებელი: თიბისი ფეი
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
"თიბისი ფეი", ბიზნეს განვითარების განყოფილება, აცხადებს ვაკანსიას ტესტერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

სამუშაო მოვალეობები:

** ფუნქციონალური ტესტირება;
** ჩატარებული სამუშაოების დოკუმენტირება;
** ხარვეზების აღრიცხვა და მათ მოგვარებაზე ჩართულ მხარეებთან მუშაობა;
** პროცესში ჩართულ პირებთან კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
** სასურველია საბანკო/საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება (საოპერაციო/საკრედიტო მიმართულებით);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

უნარები:

** დეტალებზე ფოკუსირება;
** ხარისხზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
** ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილების და მუშაობის სტილიდან გამომდინარე)

"თიბისი ფეი", სს "თიბისი ბანკის" შვილობილი კომპანიაა 2008 წლიდან. "თიბისი ფეი" აქტიურად ავითარებს ონლაინ გადახდების პლატფორმას, ნერგავს ტექნოლოგიურ სიახლეებს. ამ მიზნით ჩვენს გუნდში ვეძებთ ინტერესიან და მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც ჩაერთვებიან ამ მიმართულებების განვითარებაში და კომპანიას გააცნობენ თავიანთ გამოცდილებას/შესაძლებლობებს. ჩვენი მხრივ გუნდის წევრებს ვუქმნით საუკეთესო სამუშაო გარემოს, რომელიც დაფუძნებულია გუნდურ მუშაობაზე და განვითარებაზე.

გთხოვთ, 22 ნოემბრამდე გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcpay.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

შპს "თიბისი ფეი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 171819, ელ ფოსტა: info@tbcpay.ge

გაცნობებთ, რომ შპს "თიბისი ფეი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე