ტურისტული გიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტურისტული გიდი
მომწოდებელი: Gamarjoba Georgia Tours
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
ტურისტული კომპანია "Gamarjoba Georgia Tours" აცხადებს ვაკანსიას ტურისტული გიდის პოზიციაზე.

"Gamarjoba Georgia Tours" არის მაღალრეიტინგული შემომყვანი ტურისტული კომპანია, რომელიც ორიენტირებულია უმაღლეს ხარისხზე და სწორედ ამიტომ ბევრ წამყვან საიტზე წარმატებით პოზიციონირებს პირველ ადგილზე.კომპანია დაფუძნდა ორი წლის წინ, რომელიც დაკომპლექტებულია საქმეში გამოცდილი პროფესიონალებით და ხარისხზე კონცენტრირების გამო გახდა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია.

მოთხოვნები:

** ასაკი: 18-40 წელი;
** ენების ცოდნა: ქართული - მშობლიური;
** რომელიმე უცხო ენის სრულყოფილად ცოდნა(ინგლისური, რუსული, ესპანური, იტალიური, ფრანგული);

დამატებითი უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველებისა და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მასალის ათვისებისა და გადმოცემის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ჯგუფის და დროის მართვის უნარი;
** პოზიტიურობა;
** ენერგიულობა;

სამუშაო აღწერილობა:

** საქართველოს მასშტაბით ტურისტების თანხლება;
** დაგეგმილი ტურისტული მარშრუტის მიხედვით ტურის ჩატარება;
** ტურის განმავლობაში ტურისტებისთვის ისტორიული ძეგლების, ქვეყნის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტა ტურ მენეჯერთან შეთანხმებით;

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: beqasilagava@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ტურისტული გიდი".

შერჩეული კანდიდატები "Gamarjoba Georgia Tours" ოფისში გაივლიან უფასო, მოსამზადებელ კურსს, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ აქტივობებს.

მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში დასაქმდებით კომპანიაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე