ბუღალტრის პროფესიის შემსწავლელი კურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის პროფესიის შემსწავლელი კურსი
მომწოდებელი: GAS
გამოქვეყნდა: 09 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
ბუღალტრის პროფესიის შემსწავლელი ცენტრი "GAS" ნინო მურუსიძესთან ერთად გთავაზობთ ბუღალტრის პროფესიის შემსწავლელ სრულ კურსს ქუთაისში.

I ეტაპი

** ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით;
** საბუღალტრო პროგრამა "oris";
** დიდი პრაქტიკული ამოცანა, რომელიც მოიცავს ვირტუალური ორგანიზაციის პირველადი დოკუმენტების საფუძველზე ორი თვის ბუღალრტული აღრიცხვისა და წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებას.

სულ I ეტაპის ხანგრძლივობაა 4 თვე. მეცადინეობა შედგება კვირაში სამჯერ, თითოეული მეცადინეობის ხანგრძლივობაა 2, 5 სთ

II ეტაპი

საგადასახადო აღრიცხვა და ანგარიშგება. იგი მოიცავს საკანონმდებლო ბაზის შესწავლას და ანგარიშგების წარდგენას დეკლარაციების სახით, rs-თან მუშაობისათვის საჭირო უნარების გამომუშავებას.

II ეტაპის ხანგრძლივობაა 2 თვე. მეცადინეობა შედგება კვირაში სამჯერ, თითოეული მეცადინეობის ხანგრძლივობაა 2, 0 სთ.

სამუშაო ჯგუფში (მაქსიმუმ 3-4 მსმენელი) შეგიძლიათ ჩაეწეროთ თქვენთვის მოსახერხებელ დროს:

** 11.00 სთ;
** 14.00 სთ;
** 18.30 სთ.

თქვენთვის სასურველ დროს შექმნილ ჯგუფს რომ არ ჩამორჩეთ, განაცხადის შევსება უნდა მოხდეს მისამართზე:

შპს "GAS" ბუღალტრის პროფესიის შემსწავლელი ცენტრი
ქ. ქუთაისი, წერეთლის 39.

ან დაგვირეკოთ (557) 49 80 80; (568) 81 06 06
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე