მებაღე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მებაღე
მომწოდებელი: რკ პონტიკა
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
რკ. "პონტიკა" წარმოადგენს თანამედროვე თხილის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც ფლობს 36 ჰა-ს თხილის პლანტაციას ლაგოდეხის რ-ნი ს. შრომაში. აღნიშნული მეურნეობა აღჭურვილია სასაწყობე კომპლექსით და ასევე ულტრათანამედროვე სარწყავი სისტემით.

ამ ეტაპზე საწარმოს ესაჭიროება პასუხისგებლიანი და მოტივირებული ადამიანი მებაღის პოზიციაზე.

ფუნქციები:

** სარწყავი წვეთოვანი სისტემის ოპერირება და მისი გამართულად ფუნქციონირების კონტროლი
** აგრონომიული ღონისძიებებში მონაწილეობა და კონტროლი(გასხვალა, შეწამვლა, ფერტიგაცია, ბალახის მენეჯმენტი და სხვა)
** სასაწყობე მეურნეობის წარმოება
** სხვადასხვა სამუშაოების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება (უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად)
** ქართული და რუსული ენის ცოდნა
** სოფლის მეურნეობაში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი
** ​პასუხისმგებლობა
** შრომისმოყვარეობა

კანდიდატი მზად უნდა იყოს სამუშაოს შესრულების დროს მინიმუმ 5 დღე კვირაში იცხოვროს დამსაქმებლის ტერიტორიაზე სადაც შექმნილია ყველა საჭირო საცხოვრებელი პირობები(დენი, წყალი, ტელევიზია, ინტერნეტი)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე smartagrosolution@gmail.com

დასახელებაში(subject) გთხოვთ მიუთითოთ "მებაღე"

შერჩეულ კანდიდატს დამსაქმებელი შესთავაზებს კონკურენტულ ანაზღაურებას კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე. პოზიციისთვის მინიმალური ანაზღაურება განსაზღვრულია 500 ლარით

დამატებით ინფორმაციაზე დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე 568414152 (ვახო)
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე